ინგა მილორავა
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1970
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; სწავლობდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში. ინგა მილორავა მუშაობდა ახალი და უახლესი ლიტერატურის საკითხებსა და პრობლემებზე. 1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია:“ ნიკო ლორთქიფანიძის მხატვრული დრო და სივრცე“, 2003 წელს კი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ნიკო ლორთქიფანიძის მხატვრული დრო და სივრცე“. ინგა მილორავა არის ლიტერატურული წერილების, მოთხრობების, ზღაპრების, ერთი რომანისა და ლექსების ავტორი.